კატეგორიის არჩევა
  • ბავშვთა დაცვა
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • განსაკუთრებული საჭიროებები
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
  • განათლება
  • სოციალური დაცვა
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
  • ახალგაზრდები
  • შეგროვების თარიღები: 10 ნოემ 2010 - 01 დეკ 2010
    გამოქვეყნების თარიღი: 01 ნოემ 2011
    სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ უკეთესი წარმოდგენა შექმნილიყო, თუ რატომ არ სარგებლობს შეღავათებით საქართველოს ღარიბი შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ მიზნით 2009 წლის კვლევის რესპონდენტები ყველაზე ღარიბ კვინტილში ხელახლა გამოიკითხნენ. სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • შეგროვების თარიღები: 01 მაისი 2009 - 01 ივლ 2009
    გამოქვეყნების თარიღი: 01 აპრ 2010
    2009 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა მიმოიხილავს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას გლობალური ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში. კეთილდღეობა გაანალიზებულია სხვადასხვა ასპექტების მიხედვით, როგორიცაა შინამეურნეობების მოხმარება, მატერიალური დეპრივაცია და სუბიექტური შეხედულებები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია მოხდეს ბავშვთა და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის შესაძლო გაუარესების იდენტიფიცირება, რაც დაეხმარება ხელისუფლებას და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ადექვატური საპასუხო ღონისძიებების შემუშავებაში.