სოციალური დაცვა
კატეგორიის არჩევა
  • ბავშვთა დაცვა
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • განსაკუთრებული საჭიროებები
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
  • განათლება
  • სოციალური დაცვა
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
  • ახალგაზრდები
  • შეგროვების თარიღები: 20 ივლ 2013 - 15 აგვ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2014
    საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა წარმოადგენს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლევას, რომელიც ჩატარებულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში. 2013 წლის კვლევა მოიცავს 3,726 შინამეურნეობის მიერ შევსებული კითხვარების შედეგებს. კვლევა მიმოიხილავს სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის გავრცელებასა და განაწილებას და იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს სოციალური ტრანსფერების როლისა და ბავშვების კეთილდღეობის შესახებ.
  • შეგროვების თარიღები: 20 ივნ 2011 - 30 ივლ 2011
    გამოქვეყნების თარიღი: 01 ივლ 2012
    2011 წლის კეთილდღეობის კვლევა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის სხვადასხვა განზომილებაზე. კვლევა მიმოიხილავს სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბის, სოციალური გარიყულობისა და კომუნალური მომსახურებების ნაკლებობის გავრცელებასა და განაწილებას გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდგომ წლებში. ის იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს სოციალური ტრანსფერების როლისა და ბავშვების კეთილდღეობის შესახებ. მიღებული შედეგები უნდა დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შესაფერისი და ადეკვატური გზების შემუშავებაში, რათა დაიძლიოს სიღარიბე და დეპრივაცია.
  • შეგროვების თარიღები: 10 ნოემ 2010 - 01 დეკ 2010
    გამოქვეყნების თარიღი: 01 ნოემ 2011
    სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ უკეთესი წარმოდგენა შექმნილიყო, თუ რატომ არ სარგებლობს შეღავათებით საქართველოს ღარიბი შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ მიზნით 2009 წლის კვლევის რესპონდენტები ყველაზე ღარიბ კვინტილში ხელახლა გამოიკითხნენ. სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • შეგროვების თარიღები: 01 მაისი 2009 - 01 ივლ 2009
    გამოქვეყნების თარიღი: 01 აპრ 2010
    2009 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა მიმოიხილავს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას გლობალური ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში. კეთილდღეობა გაანალიზებულია სხვადასხვა ასპექტების მიხედვით, როგორიცაა შინამეურნეობების მოხმარება, მატერიალური დეპრივაცია და სუბიექტური შეხედულებები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია მოხდეს ბავშვთა და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის შესაძლო გაუარესების იდენტიფიცირება, რაც დაეხმარება ხელისუფლებას და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ადექვატური საპასუხო ღონისძიებების შემუშავებაში.