წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევა საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ჰიგიენურ ქცევებზე დაკვირვება

შეგროვების თარიღები: 01 დეკ 2011 - 31 დეკ 2011
გამოქვეყნების თარიღი: 15 ივნ 2012

წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის გლობალური ინიციატივა (WASH) სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებში წარმოადგენს მზარდ მოძრაობას, რომლის ეფექტურობა დასტურდება სულ უფრო მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ყურადღებისა და ფინანსური საშუალებების მოზიდვით, სკოლის რესურსების განვითარებით, პროექტების შემუშავებითა და დანერგვით მთელ მსოფლიოში. პროგრამა მიზნად ისახავს წყლის, სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას სკოლამდელ დაწესებულებებში და ამით ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების გაუმჯობესებას. WASH-ის სპეციფიკურ მიზანს სკოლამდელ დაწესებულებებში წარმოადგენს ამ დაწესებულებების აღსაზრდელ 3–დან 6 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება წყლის, სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებზე მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებით. წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა სკოლამდელ დაწესებეულებებში ინიცირებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მას მხარს უჭერდა ფონდის რეგიონალური ოფისი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის კვლევა და საერთაშორისო კონსულტანტი; მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინათ საბაზისო სიტუაცია საქართველოში და განესაზღვრათ საჭიროებები. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პარაზიტული ინვაზიების ტენდენციის ზრდა წარმოადგენდა რეალურ პრობლემას და ტესტირებამ პარაზიტებზე სკოლამდელ დაწესებულებში მოიკლო 2009–დან 2011 წლამდე. წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების კვლევა შედგება 3 განსხვავებული მოანცემთა ცხრილისგან: ინტერვიუები, ინფრასტრუქტურა და ქცევა.

მეთოდოლოგია

ამ მონაცემებისთვის არ არის შექმნილი რჩეული ფაქტები

კვლევის ჩასატარებლად გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისმა საქართველოში შეარჩია ქართული კომპანია (ანალიზისა და კონსულტაციის – ეისითი ჯგუფი) და საერთაშორისო კონსულტანტი. კვლევა ჩატარდა 2011 წლის დეკემბერში. საერთაშორისო ექსპერტმა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისისა და აისითი ჯგუფის დახმარებით მოახდინა WASH პროგრამის ადაპტირება საქართველოს სკოლების მონიტორინგის პაკეტთან და მოამზადა კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი ინსტრუმენტები. ნიმუშის დაგეგმვის, შერჩევისა და მონაცემების კოდირების პროცესები წარიმართა თანამშრომლობის საფუძველზე. კონსულტანტი ზედამხედველობას უწევდა კვლევის ინსტრუმენტების პრე–ტესტირებას, მან ასევე ჩაუტარა ტრენინგი აისითი ჯგუფის საველე კოორდინატორებს კვლევის ინსტრუმენტებზე, მოცემული ანგარიშის შედგენამდე კი გააანალიზა კვლევის მონაცემები.

ACT ჯგუფმა მოამზადა სტრატიფიცირებული და კოდირებული შერჩევის მონაცემთა ბაზა, ჩაატარა ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და დაკვირვებები, ადმინისტრირება გაუწია მონაცემების შეყვანას, გაფილტვრასა და შეწონვას, ასევე მონაცემების დამუშავებასა და დაფორმატებას.

ტექნიკურ ანგარიშში, რომელიც მომზადებულია ACT ჯგუფის მიერ, მოწოდებულია დეტალები WASH კვლევის მეთოდოლოგიისა და მასალების შესახებ.

კვლევის, ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების დროს შეგროვდა ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • ზოგადი ინფორმაცია სკოლამდელ დაწესებულებებზე;
  • წყალი (წყარო და ხარისხი);
  • სანიტარია;
  • ბავშვებისა და მათი აღმზრდელების ჰიგიენური ქცევა;
  • ნარჩენების გადაყრა და დრენაჟი;
  • სანკვანძების ექსპლოატაცია და ტექნიკური მომსახურება

კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდები. რაოდენობრივი და თვისებრივი გამოკვლევისათვის მომზადებული და ველზე ტესტირებული იყო შემდეგი ინსტრუმენტები:

  1. კითხვარები პირდაპირი ინტერვიუებისათვის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან (554)
  2. კითხვარები სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე დასაკვირვებლად (554)
  3. კითხვარები სკოლამდელი დაწესებულებების ბავშვებისა და მათი აღმზრდელების ჰიგიენურ ქცევაზე დასაკვირვებლად (277)
  4. ფოკუს ჯგუფები მშობლებისა და მასწავლებლებისათვის (18 ფოკუს ჯგუფი).

 რაოდენობრივ ინსტრუმენტებს მთლიანად ჰქონდა 1,321 ცვლადი სპეციფიკური დეტალით, რომლებიც მოცემულია ზემოთ ფრჩხილებში.

თვისებრივი კვლევისათვის ჩატარებული იყო 18 ფოკუს ჯგუფი. სამიზნე სეგმენტად განსაზღვრული იყვნენ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები, ასისტენტები და მშობლები. ასეთი მიდგომით უფრო პერსონალიზებული გახდა რეალური მდგომარეობა და პრობლემები, რომელთა წინაშე დგას სკოლამდელი დაწესებულებები. ფოკუს ჯგუფები ასისტენტებთან, აღმზრდელებთან და მშობლებთან ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ახალქალაქში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ოზურგეთში, თელავსა და ქვემო ქართლში (ბოლო ჩატარდა თბილისში).

საბაზისო კვლევა ჩატარდა საქართველოს ყველა საკრებულოში სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობისა და ადმინისტრაციული პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ინფორმაცია შეჯერდა და შემოწმდა საქართველოს სტატისტიკის დეპარატამენტში და საკრებულოების ოფიციალურ ვებგვერდებზე არსებულ მონაცემებთან ერთად. ამ წყაროებზე დაყრდობით, საქართველოში სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა 2001 წლისათვის იყო 1,277, საიდანაც 1,226 საჯარო დაწესებულებაა, 51 კი – კერძო.

სტრატიფიკაციისათვის გამოყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები:

  1. რეგიონები – 11 სტრატა გამოიყო ყველა ნაწილში და დედაქალაქში
  2. დასახლების ტიპი – შეირჩა 2 სტრატა – ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებები
  3. ეთნიკური კუთვნილება – აქ გამოიყო 2 სტრატა. საკრებულოები, რომლებიც მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური უმცირესობებით, გამოიყო ერთ ჯგუფად, მეორე ჯგუფში გაერთიანდა საკრებულოები, რომლებშიც ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს.

მარტივი რანდომიზება წარმოადგენდა შერჩევის მეთოდს თითოეული სტრატასთვის. ყოველი სტრატას დარჩენილი ელემენტები დალაგებული იქნა შემთხვევითი რიგით და გადაეცა ველზე მომუშავე პერსონალს პასუხის გაუცემლობის ყოველი შემთხვევის ჩასანაცვლებლად.

554 სამიზნე სკოლამდელი დაწესებულებისათვის მონაცემთა შესაგროვებლად გამოყენებული იყო ორი მეთოდი. ჩატარდა 554 პირდაპირი ინტერვიუ დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. იგივე რაოდენობით (554) დაკვირვება ჩატარდა სამიზნე დაწესებულებების ინფრასტუქტურაზე.

ყველა სკოლამდელი დაწესებულება არ გამხდარა სამიზნე სპეციფიკური ჰიგიენური შეფასებისათვის. დაკვირვება ბავშვებისა და აღმზრდელების ჰიგიენურ ქცევაზე ჩატარდა იმ სკოლამდელი დაწესებულებების 50%–ში (227), სადაც გამოკითხული იყვნენ ხელმძღვანელები.

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძოდ, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, აჭარა, გურია, იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2011 წლის 6–დან 26 დეკემბრამდე.

გაუცემელი პასუხები დაფიქსირდა კვლევაში და შეადგინა მთლიანად 4,8%.

  • WASH In Preschool Survey In Georgia
    გამოქვეყნების თარიღი: 15 ივნ 2012
    ენა: English

    The WASH (water, sanitation, and hygiene) in Schools and Preschools movement is gaining momentum, evidenced by an increase in international and local attention and funding, the development of school-based resources, and implementation designs for schools all over the world. It was aimed to address the WASH related gaps in preschools and thus improve children’s health and education achievements. The specific goal of the WASH in Preschool program is to improve the health conditions of children aged three to six attending the preschool institutions through addressing their water, sanitation and hygiene needs. The WASH in Preschools Survey was initiated by the UNICEF Country Office, with the support of regional office, ACT Research, and an international consultant to form a baseline of the situation in Georgia and determine the needs. Survey results indicated that the trend observed of increased parasitic infestations was actually the case and testing for parasites has fallen in preschools 2009 to 2011.

  • წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
    გამოქვეყნების თარიღი: 15 ივნ 2012
    ენა: ქართული

    წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის გლობალური ინიციატივა (WASH) სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებში წარმოადგენს მზარდ მოძრაობას, რომლის ეფექტურობა დასტურდება სულ უფრო მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ყურადღებისა და ფინანსური საშუალებების მოზიდვით, სკოლის რესურსების განვითარებით, პროექტების შემუშავებითა და დანერგვით მთელ მსოფლიოში. პროგრამა მიზნად ისახავს წყლის, სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას სკოლამდელ დაწესებულებებში და ამით ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების გაუმჯობესებას. WASH-ის სპეციფიურ მიზანს სკოლამდე დაწესებულებებში წარმოადგენს ამ დაწესებულებების აღსაზრდელ 3–დან 6 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება წყლის, სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებზე მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებით. წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა სკოლამდელ დაწესებეულებებში ინიცირებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მას მხარს უჭერდა ფონდის რეგიონალური ოფისი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის კვლევა და საერთაშორისო კონსულტანტი; მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინათ საბაზისო სიტუაცია საქართველოში და განესაზღვრათ საჭიროებები. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პარაზიტული ინვაზიების ტენდენციის ზრდა წარმოადგენდა რეალურ პრობლემას და ტესტირებამ პარაზიტებზე სკოლამდელ დაწესებულებში მოიკლო 2009–დან 2011 წლამდე.

შეგროვების თარიღები:
01 დეკ 2011 - 31 დეკ 2011
გამოქვეყნების თარიღი:
15 ივნ 2012
პასუხების ჯამური რაოდენობა:
554
გაანალიზებადი შეკითხვები:
59
შეწონილი მონაცემები:
დიახ
საიტზე დამატების თარიღი:
11 მაისი 2015
ბოლო განახლების თარიღი:
25 აგვ 2019

UNICEF-ის გამოყენების წესების, ნებართვისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ UNICEF-ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინფორმაციის სიას.

http://www.unicef.org/about/legal_index.html

სიღრმისეული ანალიზისთვის შეგიძლიათ მონაცემთა შემდეგ ფორმატში ჩამოტვირთვა.
  • CSV
  • R
  • SPSS
  • STATA