საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2009

შეგროვების თარიღები: 01 მაისი 2009 - 01 ივლ 2009
გამოქვეყნების თარიღი: 01 აპრ 2010

2009 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა მიმოიხილავს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას გლობალური ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში. კეთილდღეობა გაანალიზებულია სხვადასხვა ასპექტების მიხედვით, როგორიცაა შინამეურნეობების მოხმარება, მატერიალური დეპრივაცია და სუბიექტური შეხედულებები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია მოხდეს ბავშვთა და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის შესაძლო გაუარესების იდენტიფიცირება, რაც დაეხმარება ხელისუფლებას და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ადექვატური საპასუხო ღონისძიებების შემუშავებაში.

მეთოდოლოგია

ამ მონაცემებისთვის არ არის შექმნილი რჩეული ფაქტები

წინამდებარე კვლევა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას (საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიების გამოკლებით) და წარმოადენს პანელურ კვლევას, რომელიც ითვალისწინებს ერთწლიანი ინტერვალით ორი ეტაპის ჩატარებას. ორივე ეტაპზე ორი სახის კვლევის ინსტრუმენტარი იყო გამოყენებული: ა) სტრუქტურირებული კითხვარი პირისპირ გამოკითხვისათვის; და ბ) დღიურის ტიპის კითხვარი, რომელიც შინამეურნეობებს პირისპირი გამოკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა შეევსოთ. კითხვარები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტს იკვლევს. მათში ჩართულია კითხვები შინამეურნეობის ქონების, შემოსავლის და მოხმარების, დასაქმების და სხვა საარსებო წყაროების, სასურსათო უსაფრთხოების, სამედიცინო, განათლების და სოციალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის, აგრეთვე შინამეურნეობების მიერ კრიზისის ზეგავლენის შესამსუბუქებლად გამოყენებული სტრატეგიების შესახებ. კვლევის პირველი ეტაპი 2009 წლის მაის-ივლისში ჩატარდა; შემდეგი ეტაპის ჩატარება ერთი წლის თავზე იგეგმება. საველე სამუშაოები შესრულდა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციის – სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტის მიერ. კვლევის მონაცემების ანალიზი შესრულდა იორკის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფის მიერ.

კვლევის შერჩევა

კვლევისათვის გამოყენებული შერჩევა შედგებოდა იმ შინამეურნეობებისაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ ჩატარებულ შინამეურნეობათა ინტეგრირებულ კვლევაში (შიკ). შიკ-ის შერჩევის დიზაინი წარმოადგენს ორსაფეხურიან კლასტერულ შერჩევას წინასწარი სტრატიფიკაციით. სტრატიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: რეგიონები, დასახლებული პუნქტის ზომა და სიმაღლე ზღვის დონიდან (მთა/ბარი). საქსტატმა კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციას სრულად მიაწოდა 6758 შინამეურნეობის მისამართი, რათა გამოკითხულიყო დაახლოებით 6000 შინამეურნეობა. ინტერვიუები წარმატებით ჩატარდა 4808 შინამეურნეობაში, შესაბამისად გამოხმაურების მაჩვენებელმა 71 პროცენტი შეადგინა (ცხრილი 2.1). მისამართების 13 პროცენტში ინტერვიუერებს არავინ დახვდა, ხოლო 7 პროცენტმა ინტერვიუზე უარი განაცხადა (დიაგრამა 2.1). გამოხმაურების არ მქონე სხვა შემთხვევებში მითითებულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა, ან პასუხის მიღება შეუძლებელი იყო შინამეურნეობის წევრების გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.

4808 გამოკითხული შინამეურნეობიდან 162 შემთხვევაში კვირის განმავლობაში დანახარჯების და საკვების მოხმარების შესახებ დღიურის შევსება ვერ მოხერხდა, რის გამოც ამ შინამეურნეობების მოხმარების მაჩვენებელი ვერ იქნა გაანგარიშებული. შესაბამისად, სამომხმარებლო ხარჯების და სხვა მონათესავე საკითხების ანალიზი 4646 შინამეურნეობის მონაცემებს ეფუძნება.

 

კვლევის ზოგიერთი შეკითხვა შინამეურნეობებს შეეხებოდა, ზოგიერთი კი ინდივიდებს. ერთ შინამეურნეობაში გამოკითხული ინდივიდების რაოდენობა 14-ს არ აღემატებოდა. მთლიანობაში, 17,372 ინდივიდმა გასცა სხვადასხვა სახის კითხვებს პასუხი, თუმცა ყველა ინდივიდს ყველა შეკითხვისათვის არ უპასუხია.

მონაცემთა შეწონვა

მონაცემთა შეწონვისათვის მომზადდა ორი ცვლადი – ერთი 4808 შინამეურნეობისათვის, რომელთაც შეავსეს, როგორც ძირითადი კითხვარი, ისე დღიური, ხოლო მეორე – 4646 შინამეურნეობისათვის, რომელთაც მხოლოდ ძირითადი კითხვარი შეავსეს. წონები აკორექტირებს გამოკითხული შინამეურნეობების რაოდენობას, რათა შერჩევამ ადექვატურად ასახოს შინამეურნეობების განაწილება რეგიონების მიხედვით .

შემოსავლები და ხარჯები ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე

იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ზომის და შემადგენლობის მქონე შინამეურნეობების ერთმანეთთან შედარება, წინამდებარე ანგარიშის შესაბამის ნაწილებში შემოსავლები და დანახარჯები ერთ ექვივალენტურ მოზრდილზეა გაანგარიშებული. გაანგარიშებისათვის გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებული შკალა. თავდაპირველად ცხრილ 2.2-ში მოყვანილი კოეფიციენტების მიხედვით თითოეული შინამეურნეობისათვის გამოითვლება მასში ექვივალენტური მოზრდილების რაოდენობა.

 

იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს უფრო დიდი ზომის შინამეურნეობებში მასშტაბის ეკონომიის ეფექტი, შემდეგ ეტაპზე ხდება ექვივალენტური მოზრდილების რაოდენობის a ხარისხში აყვანა; ერთსულიანი ოჯახისათვის a = 1, ხოლო ერთზე მეტი წევრიანი შინამეურნეობებისათვის a = 0.8.

შედარება სხვა მონაცემებთან

მოსახლეობის კეთილდღეობის პანელური კვლევა შემუშავებულია კეთილდღეობის ინდიკატორების დინამიკის გასაზომად, რაც ერთი წლის ინტერვალით კვლევის ორი ეტაპის ჩატარებას ითვალისწინებს. 2009 წელს ჩატარებული პირველი ეტაპი საბაზისო ფუნქციას ასრულებს. საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაის შესახებ წინა წლებში საკმაო რაოდენობის მონაცემები არსებობს (მაგ. იუნისეფის მიერ 2007 წელს ჩატარებული საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კვლევა, მსოფლიო ბანკის მიერ 2009 წ ჩატარებული საქართველოში სიღარიბის შეფასება.). ამ კვლევების შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენება ამდიდრებს ანალიზს და საშუალებას იძლევა კეთილდღეობის დინამიკა დროის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში იქნეს შესწავლილი. თუმცა არის გარკვეული შეზღუდვებიც შედარებების კუთხით. ეს გამოწვეულია მონაცემთა დეზაგრეგირების სხვადასხვა დონით, აგრეთვე ანალიზის საბაზისო ერთეულად ხან ინდივიდების და ხან შინამეურნეობების გამოყენებით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის წინამდებარე კვლევა შინამეურნეობების მოხმარების შესწავლის დეტალურობის მხრივ უნიკალურია.

  • 0. ზოგადი ინფორმაცია
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
  • A. ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები, დასაქმება
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      აღწერითი სტატისტიკა:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
  • B. საბინაო პირობები
  • C.ქონებრივი მდგომარეობა
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
  • E. განათლების ხელმისაწვდომობა
  • F. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
  • G. სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
  • H. ოჯახის რეაგირება ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებაზე
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
    • შეკითხვა:
      კოდი:
      Data Type:
      პასუხები:
  • K. ინტერვიუერის შეფასება
  • HOW DO GEORGIAN CHILDREN AND THEIR FAMILIES COPE WITH THE IMPACT OF THE FINANCIAL CRISIS?: REPORT ON THE GEORGIA WELFARE MONITORING SURVEY, 2009
    გამოქვეყნების თარიღი: 01 აპრ 2010
    ენა: English

    This report examines the welfare of the population of Georgia in the context of the global economic crisis. It presents a comprehensive analysis of poverty and key welfare indicators using data from the 2009 Welfare Monitoring Survey. Well-being is examined on a range of dimensions including household consumption, material deprivation and subjective experience. The results help to signal potential deterioration in child and human welfare and should assist the government and international donor community to develop an adequate response.

  • როგორ უმკლავდებიან საქართველოში ბავშვები და მათი ოჯახები ფინანსური კრიზისის ზეგავლენას?
    გამოქვეყნების თარიღი: 01 აპრ 2010
    ენა: ქართული

    წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის (Welfare Monitoring Survey (WMS)) მესამე ეტაპს. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა არის ოჯახების პანელური გამოკითხვა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2013 წლის კვლევის ფარგლებში 3726-მა შინამეურნეობამ შეავსო შესაბამისი კითხვარები და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორებიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე თუ სოციალური გარიყულობა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას.

შეგროვების თარიღები:
01 მაისი 2009 - 01 ივლ 2009
გამოქვეყნების თარიღი:
01 აპრ 2010
პასუხების ჯამური რაოდენობა:
16,832
გაანალიზებადი შეკითხვები:
187
შეწონილი მონაცემები:
დიახ
საიტზე დამატების თარიღი:
21 სექტ 2015
ბოლო განახლების თარიღი:
25 აგვ 2019

UNICEF-ის გამოყენების წესების, ნებართვისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ UNICEF-ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინფორმაციის სიას.

http://www.unicef.org/about/legal_index.html

სიღრმისეული ანალიზისთვის შეგიძლიათ მონაცემთა შემდეგ ფორმატში ჩამოტვირთვა.
  • CSV
  • R
  • SPSS
  • STATA