ვერსია 1 - მონაცემების კატალოგი
გამოქვეყნებულია: 29 აპრ 2015ბოლო განახლება: 02 ნოემ 2015
მონაცემთა სიის მიღება
URL
ამ მეთოდის გამოძახებისთვის გამოიყენეთ HTTP GET მოთხოვნა შემდეგი URL-ისთვის:
http://data.unicef.ge/[locale]/api/v1/dataset_catalog
სადაც:
- [locale] = ენა, რომელშიც გსურთ მონაცემების მიღება (ამ დროისთვის ka ქართულად ან en ინგლისურად)
აუილებელი პარამეტრები
მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ პარამეტრებს:
პარამეტრი | აღწერა |
---|---|
access_token | ყველა მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაშვების გასაღებს. თქვენ მარტივად და უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ დაშვების გასაღები აქ გადასვლით. |
არჩევითი პარამეტრები
გამოძახებისთვის არ არის საჭირო არჩევითი პარამეტრები.
რას მიიღებთ
დაბრუნებული ობიექტი იქნება ვებგვერდზე არსებული ყველა მონაცემთა კრებულით შემდგარი JSON მასივი შემდეგი ინფორმაციით:
პარამეტრი | აღწერა |
---|---|
id | მონაცემების უნიკალური ID, რომელიც დაგჭირდებათ მეტი ინფორმაციის მისაღებად ან ანალიზის გასაკეთებლად |
title | მონაცემების სახელწოდება |
source | იმ წყაროს დასახელება, რომელმაც შეაგროვა მონაცემები |
start_gathered_at | მონაცემების შეგროვების საწყისი თარიღი, ფორმატი: წელი-თვე-რიცხვი (მაგ., 2015-01-31) |
end_gathered_at | მონაცემების შეგროვების დასრულების თარიღი, ფორმატი: წელი-თვე-რიცხვი (მაგ., 2015-01-31) |
released_at | წყაროს მიერ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების თარიღი, ფორმატი: წელი-თვე-რიცხვი (მაგ., 2015-01-31) |
public_at | ვებგვერდზე მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების თარიღი, ფორმატი: წელი-თვე-რიცხვი (მაგ., 2015-01-31) |
მაგალითები
მაგალითისთვის მოცემულია, თუ რა შეიძლება დაბრუნდეს ამ მეთოდის გამოძახების შემდეგ მოცემული url-ის გამოყენებით:
http://data.unicef.ge/en/api/v1/dataset_catalog?access_token=123456789
{ datasets: [ { id: "1111111111", title: "This is a dataset!", source: "People", start_gathered_at: "2014-04-01", end_gathered_at: "2014-06-30", released_at: "2015-01-01", public_at: "2015-03-01" }, { id: "2222222222", title: "Wow, another dataset!", source: "Studies R Us", start_gathered_at: null, end_gathered_at: null, released_at: null, public_at: "2015-04-15" } ] }