ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში

Dates Collected: 01 Jun 2012 - 30 Jun 2012
Date Released: 01 Jul 2013

კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ არის ორი დამოუკიდებელი, მაგრამ შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებული კვლევა, გაერთიანებული ერთ პუბლიკაციად, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები სხვადასხვა კუთხით არის გაანალიზებული. კვლევაში მონაწილეობდა 3,345 ადამიანი. პირველ კვლევაში, რომელსაც ეწოდება „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხის შესახებ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში არსებული ცოდნის დონეზე; იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვის აღზრდის გავრცელებულ მეთოდებს და რომლებიც თავს იჩენს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების პრაქტიკაში. მეორე კვლევაში – „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ანალიზი და მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები“ – გაანალიზებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურა, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალადობისგან ბავშვების დაცვის სისტემა გამართვასა და სრულყოფას საჭიროებს; კვლევის შედეგად კარგად გამოჩნდა ამ სისტემის ხარვეზები და დაისახა მათი გამოსწორების გზებიც. ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მალევე მოხდება ყოველივეს გათვალისწინება და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერი იქნება გაეროს ბავშვთა ფონდი.

Highlights

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საქართველოს მოსახლეობაში არსებული ცნობიერებისა და პრაქტიკის შესახებ რაოდენობირვი კვლევა 2012 წლის ზაფხულში ჩატარდა. კვლევაში პარტნიორ ორგანიზაციად შეირჩა კვლევითი კომპანია “ACT Research”, რომელსაც უნდა განეხორცილებინა კვლევის მოსამზადებელი და საველე სამუშაოები და UNICEF-სთვის მიეწოდებინა კომპეტენტური შედეგები.

კითხვარი

კითხვარი შედგენილი იყო UNICEF საქართველოს მიერ იმ ინსტრუმენტებზე დაფუძნებით, რომელიც გამოიყენება ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ სხვადასხვა სახელმძღვანელოებში. (კითხვარი იხ. 2 თავში). ინსტრუმენტი შემუშავებული და ადმინისტრირებული იყო კომპანია “ACT Research”-ის მიერ და მოიცავდა თბილისსა და საქართველოს იურისდიქცის მიერ კონტროლირებად 10 სხვადასხვა რეგიონს. კვლევისთვის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ 18 და უფრო მეტი ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეები.

შერჩევის დიზაინი

კვლევის დიზაინი შედგებოდა 2 ეტაპიანი კლასტერული შერჩევისგან, რეგიონების მიხედვით, ეთნიკური კუთვნილებისა და დასახლებების ტიპის სტრატიფიცირებისგან. პირველადი შერჩევის ერთეულს (პშე) წარმოადგენდნენ აღწერის ერთეულებს და მეორეადი შერჩევის ერთეულებს (მშე) წარმოადგენდნენ შინამეურნეობები. საერთო ჯამში, თითოეული პშე-დან გამოიკითხა ათი რესპოდენტი, ხოლო თითოეული მშე-დან ერთი. შინამეურნეობების შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი გავლის პრინციპით. თითოეულ შინამეურნეობაში რესპოდენტები შეირჩნენ უახლოესი დაბადების დღის პრინციპით.

ორივე, შერჩევა და საველე სამუშაოები ჩატარდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპის დროს შესარჩევი რაოდენობა განისაზღვრა 2950 რესპოდენტით და სტრატიფიცირდა რეგიონებისა და დასახლებების მიხედვით. საშუალოდ განხორციელდა 295 კლასტერული შერჩევა და თითო კლასტერში ათი ინტერვიუ. შერჩევის თავდაპირველი ჩარჩო მოიცავდა ეთნიკურ კვოტას, როგორც ეს ქვემოთ არის ნაჩვენები:

ეთნიკურობა

რაოდენობა

ქართველი

2500

სომეხი

280

აზერბაიჯანელი

280

სხვა

140

 

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რესპოდენტების რაოდენობა დაჯგუფდა მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა. მეორე ეტაპის განმავლობაში დამატებითი შერჩევა განხორციელდა თითოეულ ეთნიკურ ჯგუფში რესპოდენტთა სიმწირის გათვალისწინებით. მეორე ეტაპის განმავლობაში იმ რეგიონებში, სადაც არსებობდა ეთნიკური ჯგუფის ჭარბი რაოდენობა რამდენიმე ინტერვიუ ჩატარდა შემთხვევითი კლასტერული შერჩევის მიხედვით. კლასტერიდან რესპოდენტები შეირჩნენ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. იმ რეგიონებში სადაც ეთნიკური უმცირესობების სიჭარბე დაბალი იყო, ინტერვიუები ჩატარდა ”თოვლის გუნდას” მეთოდით.

ამ ორი ეტაპის დამატებით, მონაცემების ცხრილი შეიცავს ფოკუს ჯგუფის მონაწილეების ინტერვიუებს. კითხვარები რომლებიც გამოყენებული იყო ამ ჯგუფში არის იდენტური საველე სამუშაოს კითხვარისა. ეს ჯგუფიც სტრატიფიცირებულ იქნა იმავე მეთოდით, როგორც განხორციელდა ძირითადი შერჩევა, აგრეთვე ფოკუს ჯგუფებიდან გაკეთებული დასკვნები არ შეიცავდა კლასტერულ მაჩვენებლებს. შერჩევის წონები დაანგარიშებულ იქნა რეგიონების, სქესისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. საერთო ჯამში, 3345 კითხვარი შეივსო: 3284 საერთო სახალხო გამოკითხვიდან და 61 ფოკუს ჯგუფის მონაწილეებისგან.

თითოეულ რეგიონში შერჩევითი სიდიდე და შერჩევითი ცდომილება (შც) წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

რეგიონი

N (შერჩევითი სიდიდე)

შც

კახეთი

319

5.5% - 6.5%

თბილისი

418

5.0% - 6.0%

შიდა ქართლი

259

6.0% - 7.0%

ქვემო ქართლი

382

5.0% - 6.0%

სამცხე-ჯავახეთი

274

6.0% - 7.0%

აჭარა

314

5.5% - 6.5%

გურია

260

6.0% - 7.0%

სამეგრელი-ზემო სვანეთი

300

5.5% - 6.5%

იმერეთი

300

5.5% - 6.5%

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

260

6.0% - 7.0%

მცხეთა-მთიანეთი

259

6.0% - 7.0%

 

კვლევის სარწმუნოების დონე შეფასდა როგორც 95%

შერჩევითი სიდიდე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მონაცემებს ანალიზი გავუკეთოთ შემდეგი დასახლებების მიხედვით:

საქალაქო/სასოფლო

N (შერჩევითი სიდიდე)

შც

დედაქალაქი

418

5.0% - 6.0%

ქალაქი

1025

3.0% - 3.5%

სოფელი

1902

2.5% - 3.0%

 

იმ რეგიონებში, სადაც ჭარბად არიან ეთნიკურო უმცირესობები დასახლებულები, რესპოდენტებისთვის კვოტა გადანაწილდა პროპორციულად, რათა კვლევაში გარანტირებულად წარმოდგენილიყო ეთნიკური უმცირესობების საკმარისი რაოდენობა.

შერჩევითი სიდიდე მოგვცა მონაცემების ანალიზის საშუელება ეთნიკურობის მიხედვით:

ეთნიკურობა

N (შერჩევითი სიდიდე)

SE

შც

ქართველი

2634

2.0%

- 2.5%

სომეხი

284

6.0%

- 7.0%

აზერაიჯანელი

283

6.0%

- 7.0%

სხვა

144

8.5%

- 10.0%

 

კვლევის დოკუმენტები და საველე სამუშაოების მომზადება

კვლევის მოსამზადებელ ეტაპზე მომზადდა შემდეგი დოკუმენტაცია: სატრენინგო სახელმძღვანელო, საველე მუშაკის ინსტრუქციები, კითხვარის შევსების ინსტრუქციები, კითხვარები (ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) და საჩვენებელი ბარათები ოთხ ენაზე. UNICEF საქართველომ ეს დოკუმენტები წინასწარ დაამტკიცა.

საველე მუშაკების შერჩევა და ტრენინგები

თითოეულმა ინტერვიუერმა მონაწილეობა მიიღო ორი სახის ტრენინგში. კვლევის სპეციალისტებმა, საველე სამუშაოების დეპარტამენტმა და ტრენერებმა შეიმუშავეს ACT-ის ზოგადი სატრენინგო მოდული, რომელიც მოიცავს:

  • ზოგადი საკომუნიკაციო უნარები;
  • ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა;
  • სხვადასხვა მოწყვლად სეგმენტში და სენსიტიურ საკითხებთან მუშაბის ტექნიკა;
  • კვლევის ძირითადი მეთოდები და ტექნიკა.

ზოგადი ტრენინენგების დასრულების შემდეგ, ACT-მა ინტერვიუერებს დაურიგა სატრენინგო სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავებული იყო საველე სამუშაოებისთვის, რათა ისინი უკეთ დაუფლებოდნენ საველე მუშაობის ტექნიკას.

პროექტისა და საველე სამუშაოების მენეჯერები ინტერვიუერების დატრენინგების დროს იყენებდნენ ტრენინგების სახელმძღვანელოს. ტრენინგების პროცესი ძირითადად ორიენტირებული იყო შემდეგ საკითხებზე:

  • კვლევის საგანი;
  • სასწავლო ხელსაწყოები;
  • შერჩევის დიზაინი;
  • კითხვარი და საჩვენებელი ბარათები;
  • დეტალური ინსტრუქცია, რათა რესპოდენტებს გაეგოთ მონაწილეობის მნიშვნელობა და კონფიდენციალობის დაცვის გარანტირებულობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერვიუერთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულსა და სომხურ ენებზე მოსაუბრე პირებისგან. კითხვარის კოდირება, სპეციალისტების მიერ რევიზია და საკონტროლო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ ტრეინინგებს.

ინტერვიუერების ტრენინგები ტარდებოდა ორი დღის განმავლობაში, 2012 წლის 6 და 9 ივლისს. ტრენინგების პირველი დღე დაეთმო რეგიონების წარმომადგენლებს, ხოლო მეორე დღე - თბილისის ინტერვიუერებს. ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა ინტერვიუერს დაურიგდა კვლევისთვის და საველე სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • სატრენინგო სახელმძღვანელო;
  • კითხვარი;
  • საჩვენებელი ბარათი;
  • შერჩევის წერტილების სია.

რეგიონული საველე სამუშაოები ჩატარდა 7-23 ივლისის ჩათვლით, ხოლო თბილისში აქტივობები განხორციელდა 10-25 ივლისის ჩათვლით.

კითხვარის პირველადი კონტროლი

კითხვარების თბილისში, სათავო ოფისში გამოგზავნამდე, თითოეული რეგიონის პირველადი კონტროლის სპეციალისტები პასუხისმგებლები იყვნენ შევსებული კითხვარების ხარისხზე. ნებისმიერი ტიპის გაუგებრობის აღმოჩენის შემთხვევაში, გასწორების მიზნით კონტროლის სპეციალისტები კითხვარებს ინტერვიუერებს უკან უბრუნებდნენ. კითხვარების შემოწმებისას კონტროლის სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ წინასწარ განსაზღვრული შემდეგი პროცედურებით:

ა. გამოტოვებული და შეუვსებელი სექციების დადგენა;

ბ. შევსებული კითხვარის სიზუსტის შემოწმება და შეცდომების დადგენა

საველე სამუშაოების ეტაპის დროს პირველადი კონტროლის სპეციალისტები ასევე ამოწმებდნენ იმას, რომ ინტერვიუერები დამორჩილებოდნენ კითხვარის შევსების წესებს.

ხარისხის კონტროლი

ხარისხის მართვის ჯგუფის ყველა წევრმა ჩაატარა ველის კონტროლის პროცესები კომპანია ACT-ის ხარისხის მართვის უნზრუნველსაყოფი პროცედურების შესაბმისად. ხარისხის შემოწმების პროცესები მიმდინარეობდა საველე სამუშაოების პარალელურად, რათა მიღებული შედეგების ხარისხი გარანტირებული ყოფილიყო. ხარისხის შემოწმება მიმდინარეობდა 2012 წლის 15-30 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოების კონტროლის პროცედურები და ტექნიკა ჩატარდა შემდეგი სახით:

  • ინტერვიუზე დასწრება: შერჩევითი სიდიდის 3-4%;
  • სატელეფონო კონტროლი: ჩატარებული ინტერვიუების 15% გადამოწმდა გამოკითხულ რესპოდენტებთან მინი სატელეფონო ინტერვიუს სახით.
  • რესპოდენტის მონახულება: შევსებული კითხვარების 10% გადამოწმდა რესპოდენტების მონახულების საშუალებით.

დამატებით, თბილისში ACT სათაო ოფისში კოდირებისა და მონაცემების შეყვანამდე, ყველა კითხვარი გადაიხედა და გასწორდა ველის კოორდინატორისა და რევიზიის სპეციალისტის მიერ.

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხარისხის მართვის პროცესებიდან მიღებული შედეგები შეჯამდა და გადაეცა სათაო ოფისის საველე დეპარტამენტს.

საბოლოოდ, ხარისხის შემოწმების პროცესების დროს მნიშვნელოვანი შეუსაბამობები არ აღმოჩენილა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კითხვარიდან გარკვეული ტიპის ინფორმაციების ამოღება ან ინტერვიუერის მხრიდან ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელი იყო, სათავო ოფისი ურეკავდა რესპოდენტებს კითხვარის სიზუსტის შესავსებად.

ლოგიკური კონტროლი

საველე მენეჯერმა უზრუნველყო კითხვარის ლოგიკური კონტროლი და შესწორების პროცესი. კითხვარებში გამოტოვებული ინფორმაციისა და შეუსაბამობების დასადგენად რევიზიის სპეციალისტმა შეამოწმა ყველა კითხვარი.

კოდირება

კოდირების სპეციალისტებმა და კოდირების ჯგუფმა აწარმოა ღია კითხვარების კოდირება მას შემდეგ, რაც ყველა კითხვარმა დააკმაყოფილა პირველადი კონტროლის, ხარისხის კონტროლისა და ლოგიკური კონტროლის ხარისხი.

მონაცემების შეყვანა

მონაცემების შეყვანისა და წარმოებული დოკუმენტების დასამახსოვრებლად გატარდა შემდეგი პროცედურები:

  • საველე დეპარტამენტიდან გადამოწმებული და კოდირებული (ღია ტიპის კითხვები) კითხვარების მოწოდება;
  • მონაცემთა შეყვანის ოპერატორებისთვის კითხვარების გადაცემა;
  • შეყვანილი კითხვარების მოგროვება;
  • მონაცემების გაერთიანება.

მონაცემთა შეყვანის ოპერატორებმა მონაცემები შეიყვანეს SPSS 16.0. პროგრამაში.

მონაცემების გაფილტვრა

ACT-ის მონაცემთა მენეჯერმა და სპეციალისტმა მონაცემებში შეუსაბამობების გამოსარიცხად გამოიყენა შემდეგი სახის მაკროები:

  • მონაცემები (შემთხვევების სორტირება, გადაადგილება, რესტრუქტურიზაცია, შეერთება, ფაილებად დაყოფა, შემთხვევების შერჩევა.)
  • ტრანსფორმაცია (ცვლადების გამოთვლა, შემთხვევების დროს ღირებულებების დათვლა, გადაკოდირება იმავე ცვლადებში, გადაკოდირება სხვადსხვა ცვლადებში).
  • ანალიზი (აღწერით სტატისტიკა, სიხშირე, აღწერა, გამოკვლევა, გადამკვეთი ცხრილი).
  • ანგარიშები (შემთხვევების აღწერილობა)
  • ცხრილები (ზოგადი ცხრილები, სიხშირეთა ცხრილი)
  • შედარების მნიშვნელობა (მნიშვნელობა).

ACT-ს მიერ გამოყენებული მაკროები:

  1. ფილტრაცია - ეს მაკროები წარმოადგენენ ფილტრაციის ძირითად მაკროებს. დასამტკიცებლად, ნებისმიერი სახის სურათის მითითება შეიძლება. სადაც დასაშვებია, მაკრო აკეთებს შესაბამისი კითხვარის ვიზუალურ შერჩევას.
  2. ტოლობა - ეს მაკროები აკეთებენ ცვლადების ცხრილში მსგავსი ღირებულებების ვიზუალურ შერჩევას და იდენტიფიცირებას.
  3. Delsys - ეს მაკროები უზრუნველყოფენ გამოტოვებული ცვლადების იდენტიფიცირებას და შესაბამის ადგილას მათ ჩასმას.
  4. მოცვა - ეს მაკროები აკავშირებენ ცვლადების ორ ცხრილს და იდენტიფიცირებას უკეთებენ იმ შემთხვევებს, სადაც ერთ ცხრილში მოცემული ღირებულებები მეორე ცხრილში მეორდება.
  5. ახალი - ეს მაკროები უზრუნველყოფენ მარჯვენა მხარეს მყოფი ცვლადები გადაადგილდნენ პოზიტიურ ცვლადებად.

იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობა იყო აღმოჩენილი, შესაბამისი მონაცემები კითხვარებით შემოწმდა.

მონაცემთა წონადობა

იმისათვის რომ მონაცემების განზოგადება მომხდარიყო ზოგად მოსახლეობაზე და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დასკვნა მომზადებულიყო, მონაცემების სტატისტიკური წონადობის პროცესი განხორციელდა. საბოლოო წონადობისა და მონაცემთა სწორი ინტერპრეტაციის უზრუნველსაყოფად მონაცემთა წონადობის პროცესში გათვალისიწინებული იყო რეგიონი, გენდერი და ეთნიკური კუთვნილება.

მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული იყო სტატისტიკური პროგრამა “StataSE 12”. ზოგად ცდომილებაზე ანალიზის რეგულირების პროცესში წონადობის გავლენისას გამოყენებული იყო “SVY” პროცედურები. კვლევის დიზაინის გათვალისწინებით, “SVY” ითვლის შეფასების ზოგად ცდომილებებს. შემდეგ ის გამოყენებულ იქნა იმ უთანხმოებების დასათვლელად, რომლებიც ემყარებოდა Taylor-ის პირველადი სერიების მიახლოებით სიზუსტეს, რომელიც აგრეთვე ცნობილია გატოლების სახელით. ის ასევე შეიცავს სტრატას იდენტიფიკატორ ცვლადს, რათა გაითვალისწინოს კვლევის მრავალდონიანი სტრუქტურა.

“SVY: ცხრილის შედგენის” პროცედურა გამოყენებულ იყო ერთი და ორმხრივი ცხრილებისთვის, კვლევის კომპლექსური მონაცემების სანდოობის დონე გატოლებოდა 95%ს.

იმის დასადგენად, თუ რა ფაქტორები მოქმედებენ ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებში პოლიციის, სკოლის, სკოლაში მომუშავე პერსონალის ან სოციალური მუშაკის/სოციალური სამსახურის მონაწილეობის ალბათობაზე, “stepwise, pr (.05)” პროცედურა იქნა გამოყენებული. ეს პროცედურა ცვლადების ცხრილიდან იძლევა იმ ცვლადების არჩევის საშუალებას, რომელთაც არსებულ მოდულში გააჩნიათ ნულისგან საგრძნობლად განსხვავებლი კოეფიციენტი.

რაოდენობრივი კვლევის ანალიზის დასრულების შემდეგ, შეხვედრები გაიმართა 14-18 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალაგზრდებთან, რათა შეჯამებულიყო ქართველი ახალგაზრდების ცოდნა და დამოკიდებულება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ახალგაზრდული ჯგუფების ღონსიძიებების დროს, შესწავლის დროს მიღებული ცოდნა აგრეთვე იქნა გაზიარებული. შეხვედრები ჩატარდა 2013 წლის აპრილში თბილისში, ქუთაისში და თელავში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს 3 ყველაზე დიდ ქალაქებს. ჯამში ჩართული იყო 76 ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკია 15,6. 60%-ს წარმოადგენდნენ გოგონები, ხოლო 40%-ს ვაჟები. ახალგაზრდები დაკომპლექტებულები იყვნენ კერძო და საჯარო სკოლებიდან, შეზღუდული პირობების მქონე ჯგუფებიდან და ეთნიკური უმცირესობებიდან. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებმა და იძულებით გადაადგულებულ პირთა ოჯახებიდან. აღნიშნული ჯგუფების დისკუსიებს უმასპინძლეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის “ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს ქსელის” რეგიონულმა ცენტრებმა.

ამ შეხვედრების მიზანს წარმაოდგენდა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ქართველი ახალგაზრდობის ხედვების შესწავლა. დამსწრე ახალგაზრდებს სთხოვეს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება შემდეგ საკითხებზე:

  • ბავშვა მიმართ ძალადობისა და საოჯახო ძალადობის სხვადასხვა ფორმების ცოდნა.
  • მსხვერპლისა და მოძალადის სახეები.
  • სად განხორციელდა ძალადობა?
  • ფიზიკური დასჯა, როგორც ბავშვთა აღზრდის მეთოდი, მკაცრი აღზრდა პოზიტიურის წინააღმდეგ.
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გახმაურება.

თითოეული ჯგუფის ახალგაზრდა წევრები იყოფოდნენ 4 ქვე-ჯგუფად. ქვე-ჯგუფებს დაურიგდათ სხვადასხვა კითხვები ჯერ ქვე-ჯგუფში სამსჯელოდ და შემდეგ მთლიანი ჯგუფის წინაშე მათი შედეგების საპრეზენტაციოდ. ამ ოთხი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა გამოცდილი მოდერატორი.

დეტალური სახელმძღვანელო იხ. 3 თავში.

რა თქმა უნდა შეუძლებელია მოხდეს ახალაგზრდული ჯგუფისა და ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობრივი მონაცემების პირდაპირი შედარება, თუმცა მიღებული შედეგები გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ზოგად ასაკობრივ ტენდენციებს. სადისკუსიო ჯგუფების შედეგები წარმოდგენილია თავში “ახალაგზრდების ცოდნა, დამოკიდებულება და პრაქტიკა (14დან 18 წლამდე ასაკი).”