UNICEF საქართველო თავის მონაცემებს გიზიარებთ. მათი გამოყენება შეგიძლიათ ინგლისურ და ქართულ ენებზე შემდეგნაირად:
 
მონაცემები
 

ხელმისაწვდომი მონაცემების სიის სანახავად, ეწვიეთ მონაცემთა კატალოგის  გვერდს. აქ შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი მონაცემები მოიძიოთ საძიებო სიტყვის ან კატეგორიების მიხედვით, როგორც ცალკეულ მონაცემებში, ასევე პერიოდულ კვლევებში. აქედანვე გადახვალთ თქვენთვის საინტერესო მონაცემების გვერდზე, სადაც შეძლებთ მონაცემების სიღრმისეულად გამოკვლევას და მეტი ინფორმაციის მიღებას. 

მონაცემების გვერდი გაწვდით მრავალფეროვან ინფორმაციას, მათ შორისაა: მეტადატა, მნიშვნელოვანი მონაცემები, კვლევის მეთოდოლოგია, კოდები, ნებართვა და შესაბამისი ანგარიში. კოდების საძიებო სისტემის გამოყენებით, შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა და მისი ვიზუალიზაციისთვის დააჭიროთ შეკითხვას. ასეთი მარტივია.

 
მონაცემთა გამოკვლევა
 

არ გჭირდებათ, იყოთ სტატისტიკოსი იმისათვის, რომ გაეცნოთ UNICEF საქართველოს მონაცემებს. მაშინ როდესაც უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის შესაძლებელია მონაცემების ჩამოტვირთვა, აქ თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ შეკითხვას ან გაანალიზოთ ორი შეკითხვის მიმართება ერთმანეთთან მათი შედარებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაფილტროთ შედეგები მესამე შეკითხვის საშუალებით.

თქვენთვის მონაცემების ანალიზის გასამარტივებლად, თითოეული ცვლადის ვიზუალურად გამოსახვა შესაძლებელია წრიული დიაგრამების, ცხრილებისა და, თუ რელევანტურია, რუკების სახითაც. ორი შეკითხვის შედარება შესაძლებელია სვეტოვანი დიაგრამით, ცხრილით და, თუ რელევანტურია, რუკითაც. დიაგრამებისა და გრაფიკების ჩამოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში (png, jpeg, pdf, svg), თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. გამოსახულებების ჩასმა შესაძლებელია სხვა ვებგვერდებზეც.  დეველოპერებს API-ის გამოყენებით წვდომა ექნებათ JSON ფორმატის მონაცემებზე.

 
პერიოდული კვლევები
 

UNICEF საქართველო ხანდახან გარკვეული პერიოდის ინტერვალით ერთსა და იმავე კვლევას ატარებს იმის შესასწავლად, თუ როგორ შეიცვალა დამოკიდებულებები და მოსაზრებები დროთა განმავლობაში. ერთერთი ასეთი კვლევაა  მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. პერიოდული კვლევების მონაცემების შედარება შესაძლებელია წრფივი დიაგრამების საშუალებით, რათა ადვილად გასაგები გახდეს, როგორ შეიცვალა გარკვეული დროის განმავლობაში დამოკიდებულება და მოსაზრებები. როგორც სხვა მონაცემების შემთხვევაში, პერიოდული კვლევების ვიზუალიზაციების ჩამოტვირთვაც ან სხვა ვებგვერდებზე ჩასმაც შეგიძლიათ, ასევე მონაცემების JSON ფორმატში წვდომა -  API-ის საშუალებით.

 
მონაცემთა ჩამოტვირთვა
 

UNICEF საქართველო საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ ნედლი მონაცემები და კოდები. ამისათვის საჭიროა, მოგვაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენ შესახებ, მაგრამ თუ გსურთ თითოეული ჩამოტვირთვის დროს ამ პროცედურის თავიდან აცილება, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ანგარიში. ასევე, ანგარიშის საშუალებით, შეგიძლიათ გამოიწეროთ შეტყობინებები ახალი მონაცემების დამატების შესახებ.

 
API
 

მონაცემების ჩამოტვირთვის დროს, API-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მონაცემებს JSON ფორმატში, რათა შექმნათ საკუთარი ინტერაქტიული აპლიკაცია ან ვიზუალიზაცია. API საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ყველა მონაცემთა კატალოგი, დეტალური ინფორმაცია მონაცემთა შესახებ, მათი კოდები და მონაცემთა ანალიზის გაკეთების საშუალებაც კი, როგორც ეს არის მონაცემთა გამოკვლევის გვერდებზე. ყველა ამ გამოძახების განხორციელება შესაძლებელი იქნება პერიოდული კვლევების მონაცემებშიც.

მონაცემების ჩამოტვირთის დროს API-ის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შექმნათ ანგარიში. ანგარიშის შექმნის შემდეგ თქვენ შეძლებთ შექმნათ API-ის დაშვების გასაღები, რომელიც აუცილებელია API-ის გამოსაყენებლად. API-ის გამოძახებების შესახებ დეტალური დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ API-ის სექციას.