განსაკუთრებული საჭიროებები
კატეგორიის არჩევა
  • ბავშვთა დაცვა
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • განსაკუთრებული საჭიროებები
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
  • განათლება
  • სოციალური დაცვა
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
  • ახალგაზრდები
  • შეგროვების თარიღები: 01 ოქტ 2013 - 30 ნოემ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2014
    „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 2013 წლის ივლისში UNICEF-თან გაფორმებული საგრანტო შეთანხმების შესაბამისად და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირებას და ცოდნასა და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.
  • შეგროვების თარიღები: 01 ივნ 2012 - 30 ივნ 2012
    გამოქვეყნების თარიღი: 01 ივლ 2013
    კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ არის ორი დამოუკიდებელი, მაგრამ შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებული კვლევა, გაერთიანებული ერთ პუბლიკაციად, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები სხვადასხვა კუთხით არის გაანალიზებული. კვლევაში მონაწილეობდა 3,345 ადამიანი. პირველ კვლევაში, რომელსაც ეწოდება „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხის შესახებ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში არსებული ცოდნის დონეზე; იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვის აღზრდის გავრცელებულ მეთოდებს და რომლებიც თავს იჩენს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების პრაქტიკაში. მეორე კვლევაში – „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ანალიზი და მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები“ – გაანალიზებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურა, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა.კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალადობისგან ბავშვების დაცვის სისტემა გამართვასა და სრულყოფას საჭიროებს; კვლევის შედეგად კარგად გამოჩნდა ამ სისტემის ხარვეზები და დაისახა მათი გამოსწორების გზებიც. ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მალევე მოხდება ყოველივეს გათვალისწინება და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერი იქნება გაეროს ბავშვთა ფონდი.
  • შეგროვების თარიღები: 10 ნოემ 2010 - 01 დეკ 2010
    გამოქვეყნების თარიღი: 01 ნოემ 2011
    სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ უკეთესი წარმოდგენა შექმნილიყო, თუ რატომ არ სარგებლობს შეღავათებით საქართველოს ღარიბი შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ მიზნით 2009 წლის კვლევის რესპონდენტები ყველაზე ღარიბ კვინტილში ხელახლა გამოიკითხნენ. სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.