საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემები დაწყებით განათლებასა და ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით

შეგროვების თარიღები: 12 აპრ 2012 - 07 ივნ 2013
გამოქვეყნების თარიღი: 12 იანვ 2014

2012 წლის 4 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით "მონაცემთა შეგროვება ადრეული სწავლებისა და ბავშვებზე ზრუნვისათვის საქართველოში", რომელიც 2012 წლის 4 დეკემბრიდან 2013 წლის 7 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

რჩეული ფაქტები

2012 წლის 4 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით “მონაცემთა შეგროვება ადრეული სწავლებისა და ბავშვებზე ზრუნვისათვის საქართველოში”, რომელიც 2012 წლის 4 დეკემბრიდან 2013 წლის 7 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ხსენებული პროექტის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:

  • განსაზღვრა სკოლამდელი აღზრდის ინდიკატორები და შეადგინა საპილოტე კითხვარები.

  • ჩაატარა საცდელი გამოკითხვა.

  • შეადგინა საბოლოო კითხვარები და შესაბამისი ინსტრუქციები.

  • განაახლა საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნუსხა.

  • გამოკითხვის საველე სამუშაოებს თან სდევდა მონაცემთა შემდგომი შეყვანა და დამუშავება, აგრეთვე, მონაცემთა ბაზის გაწმენდა და ანალიზი.

  • მომზადდა საბოლოო ანალიტიკური ანგარიში.

საველე სამუშაოებმა საქართველოს 1,259 საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება (საბავშვო ბაგა-ბაღი) მოიცვა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია რეგიონებში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა.

 რეგიონი

საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა

თბილისი

157

აჭარა

57

გურია

70

იმერეთი

239

კახეთი

205

მცხეთა-მთიანეთი

55

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

36

სამეგრელო-ზემო სვანეთი

226

სამცხე-ჯავახეთი

34

ქვემო ქართლი

84

შიდა ქართლი

96

სულ

1,259

2011-2012 წლებში არ იმუშავა 15-მა საბავშვო ბაგა-ბაღმა: აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში თითო-თითომ; იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ორ-ორმა; სამმა გურიაში; და ხუთმა კახეთში. ამგვარად, 2011/2012 სასწავლო წელს ჩვენ 1,244 საბავშვო ბაგა-ბაღის მონაცემები მოვიპოვეთ.

 

  • Data Collection For Early Learning And Child Protection In Georgia
    გამოქვეყნების თარიღი: 01 იანვ 2013
    ენა: English

    In line with the grant agreement between UNICEF and Geostat which was concluded on 4 December 2012, Geostat carried out a project entitled "Data Collection for Early Learning and Child Protectionin Georgia" during the period 4 December 2012 to 7 June 2013.

  • საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემები დაწყებით განათლებასა და ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით
    გამოქვეყნების თარიღი: 01 იანვ 2013
    ენა: ქართული

    2012 წლის 4 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით "მონაცემთა შეგროვება ადრეული სწავლებისა და ბავშვებზე ზრუნვისათვის საქართველოში", რომელიც 2012 წლის 4დეკემბრიდან 2013 წლის 7 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

შეგროვების თარიღები:
12 აპრ 2012 - 07 ივნ 2013
გამოქვეყნების თარიღი:
12 იანვ 2014
პასუხების ჯამური რაოდენობა:
1,260
გაანალიზებადი შეკითხვები:
216
შეწონილი მონაცემები:
არა
საიტზე დამატების თარიღი:
30 მარ 2015
ბოლო განახლების თარიღი:
26 იანვ 2016

UNICEF-ის გამოყენების წესების, ნებართვისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ UNICEF-ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინფორმაციის სიას.

http://www.unicef.org/about/legal_index.html

სიღრმისეული ანალიზისთვის შეგიძლიათ მონაცემთა შემდეგ ფორმატში ჩამოტვირთვა.
  • CSV
  • R
  • SPSS
  • STATA