კატეგორიის არჩევა
  • ბავშვთა დაცვა
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • განსაკუთრებული საჭიროებები
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
  • განათლება
  • სოციალური დაცვა
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
  • ახალგაზრდები
  • შეგროვების თარიღები: 01 ივლ 2015 - 31 აგვ 2015
    გამოქვეყნების თარიღი: 21 ნოემ 2016
  • შეგროვების თარიღები: 01 ოქტ 2013 - 30 ნოემ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2014
    „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 2013 წლის ივლისში UNICEF-თან გაფორმებული საგრანტო შეთანხმების შესაბამისად და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირებას და ცოდნასა და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.
  • შეგროვების თარიღები: 20 ივლ 2013 - 15 აგვ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2014
    საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა წარმოადგენს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლევას, რომელიც ჩატარებულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში. 2013 წლის კვლევა მოიცავს 3,726 შინამეურნეობის მიერ შევსებული კითხვარების შედეგებს. კვლევა მიმოიხილავს სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის გავრცელებასა და განაწილებას და იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს სოციალური ტრანსფერების როლისა და ბავშვების კეთილდღეობის შესახებ.
  • შეგროვების თარიღები: 12 აპრ 2012 - 07 ივნ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 12 იანვ 2014
    2012 წლის 4 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით "მონაცემთა შეგროვება ადრეული სწავლებისა და ბავშვებზე ზრუნვისათვის საქართველოში", რომელიც 2012 წლის 4 დეკემბრიდან 2013 წლის 7 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
  • შეგროვების თარიღები: 12 აპრ 2012 - 07 ივნ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 12 იანვ 2014
    2012 წლის 4 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით - "მონაცემთა შეგროვება ადრეული სწავლებისა და ბავშვებზე ზრუნვისთვის საქართველოში", რომელიც 2012 წლის 4 დეკემბრიდან 2013 წლის 7 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა. მონაცემთა ცხრილი აგრეთვე შეიცავს დამატებით ინფორმაციას მასწავლებლების შესახებ.
  • შეგროვების თარიღები: 01 სექტ 2013 - 31 ოქტ 2013
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2013
    მოცემული დოკუმენტი საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების შესწავლის პირველ ფართომასშტაბიან მცდელობას წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა 2013 წლის შემოდგომის პერიოდში და არის მსოფლიო ინიციატივის - საქართველოს სკოლებში სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების - შემადგენელი ნაწილი. აქ მოცემული კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პირველადი საფუძველი მიღწეული შედეგების და პროგრესის შესაფასებლად და საქართველოში სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. კვლევის ფარგლებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, საქართველოში არსებული სიტუაცია შეიძლება შევადაროთ სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რადგან მონაცემები შეგროვებულია სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების გლობალური მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია UNICEF-ის მიერ შესაბამისი სტანდარტიზირებული ინდიკატორებით და ინსტრუმენტებით.