UNICEF საქართველოს მონაცემთა პორტალის API საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია და გააანალიზოთ ვებგვერდზე არსებული მონაცემები და პერიოდული კვლევების შედეგები.

API-ის URL არის შემდეგი:

http://data.unicef.ge/[locale]/api/[version]/

სადაც:

  • [locale] = ენა, რომელშიც გსურთ მონაცემების მიღება (ამ დროისთვის ka ქართულად ან en ინგლისურად)
  • [version] = api-ის ვერსიის ნომერი (იხილეთ ქვემოთ)

დაშვების გასაღები

API-ის ყველა გამოძახება მოითხოვს დაშვების გასაღებს, რომელიც ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას, თუ ვინ აკეთებს მოთხოვნას. თქვენ მარტივად და უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ დაშვების გასაღები აქ გადასვლით.

API-ის გამოძახება

ქვემოთ მოცემული სია წარმოადგენს გამოძახებების სიას, რომელიც ხელმისაწვდომია API-ის თითოეული ვერსიისთვის.