ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში

Dates Collected: 01 Oct 2013 - 30 Nov 2013
Date Released: 01 Dec 2014

„ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 2013 წლის ივლისში UNICEF-თან გაფორმებული საგრანტო შეთანხმების შესაბამისად და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირებას და ცოდნასა და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.

Highlights

კვლევის მეთოდოლოგია შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: კვლევის ინდიკატორების და შეკითხვების შემუშავება და შეთანხმება მთავარ პარტნიორებთან, კვლევის ადმინისტრირება ველზე და კვლევის და ადმინისტრაციული მონაცემების ანალიზი პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, რომელიც ჩამოთვლილია ახალგაზრდობის პოლიტიკის ეროვნულ დოკუმენტში.

ამასთან ერთად, მოხდა ადმინისტრაციული წყაროებიდან ინფორმაციის მოთხოვნა, კერძოდ:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • სოციალური მომსახურების სააგენტო;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • ცეტრალურისაარჩევნოკომისია;
  • საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო;
  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი;
  • საქართველოს პროკურატურა;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

შერჩევის მეთოდოლოგია

რესპოდენტები ნიმუშისათვის შეირჩა 2002 მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, რადგანაც კვლევის მოთხოვნის თანახმად, საჭირო იყო გვქონოდა გარკვეული მონაცემები ყველა რეგიონის წარმომადგენლებისაგან, ნიმუშის ზომა განისაღვრა 2500 ადამიანით.

პირველ ეტაპზე ეს რიცხვი განაწილდა პროპორციულად რეგიონების მოსახლეობასთან შეფარდებით (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: რეგიონების მიხედვით ნიმუშის განაწილება.

რეგიონი

ქალაქი

სოფელი

სულ

აჭარის ა.რ.

93

82

175

გურია

24

63

87

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

225

274

499

კახეთი

57

174

231

მცხეთა-თიანეთი

18

52

70

ქვემო ქართლი

122

128

250

სამცხე-ჯავახეთი

40

60

100

სამეგრელო-ზემო სვანეთი

101

138

239

შიდა ქართლი

67

120

187

თბილისი

650

12

662

ჯამი

1,397

1,103

2,500

 

გამოყენებული იქნა ორსაფეხურიანი შერჩევის მეთოდი, სადაც პირველ ეტაპზე შეირჩა ჩამოთვლილი ზონები (პირველადი მაგალითი), ხოლო მეორე საფეხურზე შინამეურნეობები. ე.წ. „დიზაინის ეფექტის“ შესამცირებლად ჩამოთვლილი ზონებისათვის, რომელიც შერჩეული იყო დასახლებული პუნქტების ტიპების მიხედვით, გადაწყდა გამოკითხულიყო შესაბამისი ასაკის 5 ახალგაზრდა ქალაქში და 8 ახალგაზრდა სოფლად. ქალაქებში ჩატარებული ინტერვიუების მცირე რაოდენობა სოფლად ჩატარებულ ინტერვიუებთან შედარებით, გამოწვეული იყო ვარაუდით, რომ ქალაქში იქნებოდა სხვადასვა პასუხების უფრო დიდი რაოდენობა. ამგვარად ინტერვიუების ნაკლებმა რაოდენობამ ქალაქში გამოიწვია ინტერვიუების რაოდენობის გაზრდა რეგონებში, ეს იყო პირობა ე.წ. „დიზაინის ეფექტის“ შესამცირებლად. შესაბამისად ინტერვიუების რიცხვი უნდა გაყოფილიყო 5-ზე ქალაქებში და 8-ზე სოფლებში.

დამატებით, ზემოთ აღნიშნული ვარაუდიდან გამომდინარე (სავარაუდოდ, ქალაქში მცხოვრები მოსახელობის უფრო განსხვავებული პასუხები კვლევის კითხვებზე) გადაწყდა, რომ ქალაქის მოსახლეობას ჰქონოდა თანაბარპროპორციულზე უფრო ფართო წარმომადგენლობა საკვლევ ნიმუშში, რაც თავის მხრივ შეამცირებდა ნიმუშის შერჩევასთან დაკავშირებული შეცდომების ალბათობას.

ზემოთ მოყვანილზე დაყრდნობით განისაზღვრა რეგიონებისა და ქალაქ-სოფლის ზონების მიხედვით ნიმუშების სიდიდის გადანაწილება (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 2: შერჩეული მოცულობის საბოლოო განაწილება რეგიონებისა და ქალაქ-სოფლის ჭრილში

რეგიონი

ქალაქი

სოფელი

სულ

აჭარის ა.რ.

105

64

169

გურია

35

56

91

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

245

208

453

კახეთი

60

136

196

მცხეთა-თიანეთი

35

56

91

ქვემო ქართლი

130

104

234

სამცხე-ჯავახეთი

45

48

93

სამეგრელო-ზემო სვანეთი

105

112

217

შიდა ქართლი

75

88

163

თბილისი

785

8

793

ჯამი

1,620

880

2,500

 

ამასთანავე, ზემოთაღნიშნული პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა შერჩეული ზონების რიცხვი რეგიონებისა და ქალაქ-სოფლის მიხედვით (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 3: ჩამოთვლილი ზონების რიცხვი რეგიონების და ქალაქ-სოფლის მიხედვით

რეგიონი

ქალაქი

სოფელი

სულ

აჭარის ა.რ.

21

8

29

გურია

7

7

14

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

49

26

75

კახეთი

12

17

29

მცხეთა-თიანეთი

7

7

14

ქვემო ქართლი

26

13

39

სამცხე-ჯავახეთი

9

6

15

სამეგრელო-ზემო სვანეთი

21

14

35

შიდა ქართლი

15

11

26

თბილისი

157

1

158

ჯამი

324

110

434

 

ჩამოთვლილი ზონები რეგიოებში შეირჩა მოსახლეობის ზომის პროპორციულად (ზომის პროპორციული ალბათობის მეთოდი PPS method) ხოლო სისტემური შერჩევის მეთოდი გამოყენებული იქნა შინამეურნეობების შერჩევისას EA - ს ფარგლებში.