საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2013

Dates Collected: 20 Jul 2013 - 15 Aug 2013
Date Released: 01 Dec 2014

საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა წარმოადგენს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლევას, რომელიც ჩატარებულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში. 2013 წლის კვლევა მოიცავს 3,726 შინამეურნეობის მიერ შევსებული კითხვარების შედეგებს. კვლევა მიმოიხილავს სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის გავრცელებასა და განაწილებას და იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს სოციალური ტრანსფერების როლისა და ბავშვების კეთილდღეობის შესახებ.

Methodology

There are no highlights on file for this dataset.

2013 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიზანი იყო იმ „კარგად ინფორმირებული“ რესპოდენტების გამოკითხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ 2009 და 2011 წლების გამოკითხვებში. ლონგიტუდური ცხრილი საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ 4 წლის განმავლობაში შინამეურნეობაში მომხდარი ცვლილებები. საველე სამუშაოები დაიწყო 2013 წლის 23 ივლისს და დასრულდა 2013 წლის 15 აგვისტოს. სამუშაოები შეასრულა საქართველოს მასშტაბით 122-მა ინტერვიუერმა, რეგიონულ სუპერვაიზერებთან ერთად.

შერჩევითობა

შერჩევის სტრატეგიამ სამიზნე ჯგუფად ამოირჩია 4808 შინამეურნეობა [1], სადაც 2009 წელს პირისპირი ინტერვიუ ჩატარდა. 2011 წელს წარმატებულ ინტერვიუებად შეფასდა 4147 შინამეურნეობა, ანუ 86%. მესამე ეტაპის დროს შევსებულ იქნა 3,276 კითხვარი, რაც წარმოადგენს გამოხმაურების 89%-ს.

ცხრილი 2.1: 2013 წლის კვლევის გამოხმაურების კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით

რეგიონები

შერჩევის ზომა 2011

შევსებული კითხვარები 2013

გამოხმაურების კოეფიციენტი (%)

თბილისი

431

361

83.8

აჭარა

247

223

90.3

გურია

291

269

92.4

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი

831

754

90.7

კახეთი

577

512

88.7

მხეთა-მთიანეთი

235

212

90.2

ქვემო ქართლი

506

434

85.8

სამცხე ჯავახეთი

295

276

93.6

სამეგრელო, ზემო სვანეთი

395

371

93.9

შიდა ქართლი

339

314

92.6

ჯამში

4,147

3,726

89.8

421 უპასუხო კითხვარიდან, მხოლოდ 48 იყო მონაწილეობაში უარის თქმის მიზეზით. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, რესპოდენტები სხვაგან წავიდნენ საცხოვრებლად, დროებით ან სამუდამოდ.

მონაცემების შეწონვა

კვლევის განმახორციელებელმა კომპანიამ მოგვაწოდა შინამეურნეობების წონადობის ცვლადები, რათა სრულად გამოყენებულიყო 2011 წლის შერჩევაში მონაწილე 4147 შინამერნეობაში. ეს ეფუძნებოდა 2009 წელს ჩატარებული კვლევის წონადობას, რომელიც იყო სტრატიფიცირებული რეგიონებისა და ადგილმდებოარეობის მიხედვით. ცხრილი 2.2 აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფიული გადანაწილება 2009 წელთან შედარებით 2013 წელს ცოტათი შეიცვალა, ხოლო 2013 წლის ახალი წონადობები დაემატა რათა გასწორებულიყო შერჩევითობის არეალი პასუხგაუცემელი კითხვარების გამო.

ცხრილი 2.2: 2009, 2011 და 2013 წლების დასაწყისში მოსახლეობის გადანაწილება რეგიონების მიხედვით.

 

2009 (ათასი)

2009 (%)

2011 (ათასი)

2011 (%)

2013 (ათასი)

2013 (%)

თბილისი

1,136.6

25.9

1,162.4

26.0

1,171.2

26.1

აჭარა

382.4

8.7

390.6

8.7

394.2

8.8

გურია

138.8

3.2

140.3

3.1

139.2

3.1

იმერეთი, რაჭა

741.2

16.9

751.8

16.8

750.2

16.7

კახეთი

401.4

9.2

406.2

9.1

405.1

9.0

მცხეთა-მთიანეთი

105.2

2.4

109.3

2.4

108.9

2.4

სამეგრელო, ზემო

468

10.7

477.1

10.7

476.9

10.6

სამცხე-ჯავახეთი

208.1

4.7

212.8

4.8

213.5

4.8

ქვემო ქართლი

488.8

11.2

505.7

11.3

511.1

11.4

შიდა ქართლი

313

7.1

313

7.0

313.5

7.0

ჯამში

4,383.5

100.0

4,469.2

100.0

44,83.8

100.0

წყარო: http://www.geostat.ge/.

 

წინა კვლევასთან შედარება

2009, 2011 და 2013 წელს ჩატარებული კვლევის შერჩევითობას წარმოადგენდა 3,276 შინამეურნეობა. 2013 წელს ჩატარებული კვლევის განხილვამ აჩვენა, რომ 3,586 შინამეურნეობამ შეავსო მთლიანი კითხვარი კვლევების სამივე წელს (ცხრილი 2.3).

ცხრილი 2.3: 2013 წელს გამოკითხული შინამეურნეობის რაოდენობა.

კვლევების ჩატარების წლები

შინამეურნეობის რაოდენობა

გამოიკითხა სამივე წელს

3,586

გამოიკითხა მხოლოდ 2009 და 2013 წლებში

75

გამოიკითხა მხოლოდ 2013 წელს

65

ჯამში

3,726

2013 წლის შერჩევის 75 შინამეურნეობა 2009 წელს იყო ინტერვიუირებული, მაგრამ 2011 წელს არასწორად მოხდა მათი იდენტიფიცირება. 65 შინამეურნეობას კავშირი არ ჰქონია არც 2009 წლისა და არც 2011 წლის გამოკითხვებთან და, შესაბამისად, პანელში არ შესულან. ეს 140 შინამეურნეობა კვლავაც შედის 2013 წლის მონაცემთა გამოთვლებში. დროთა განმავლობაში ცალკეული შინამეურნეობების ტრაექტორიის თვალის სადევნებლად, ნამდვილ პანელში შემავალი 3586 შინამეურნეობისთვის განცალკევებული შეწონვა გამოიყენება.

ინფლაციის დარეგულირება

ფასების ზოგადი დონის მდგრადი ზრდა გაზომილია სამომხმარებლო ფასების ინდექსით (სფი), რომელიც ეფუძნება მიმდინარე წელს სამომხმარებლო საქონლისა და სერვისების კალათის ფასს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე (http://www.nbg.ge/index.php?m=306#monetarystatistics) გვაწვდის ინფორმაციას საველე სამუშაოს თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესახებ: 129.6 ივლისი 2009; 152.1 აგვისტო 2011 და 151.1 აგვისტო 2013 [2]. ამ სამი საყრდენი სვეტების შედარებისთვის, 2013 წლის მონეტარული მონაცემები გადაყვანილ იქნა 2009 წლის ფასებზე 151.1-ზე გაყოფითა და 129.6-ზე გამრავლებით.

შემოსავალი და გასავალი ერთ ექვივალენტურ მოზარდზე

2011 წლის მსგავსად, ჩვენ გავზომეთ შემოსავლები და ხარჯები რათა შეგვედარებინა სხვადასხვა ზომის და შემადგენლობის შინამეურნეობები. სადაც შეიძლებოდა, ზოგიერთი სტატისტიკა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მეთოდების გამოყენებით მორგებულია ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე ლარში. უპირველესად, შინამეურნეობის წევრები დაიყვნენ სქესისა და ასაკის მიხედვით და თითოეულ მათგანს ერთი ეკვივალენტური ზრდასრულის კოეფიციენტი მიენიჭა(ცხრილი 2.4). ყველა ამ კოეფიციენტის ჯამი წარმოადენს შინამეურნეობაში ეკვივალენტური ზრდასრულის საერთო რაოდენობას. უფრო დიდ შინამეურნეობებში მასშტაბების ეკონომიის გასათვალისწინებლად, ეკვივალენტური ზრდასრული პირების საერთო რაოდენობა აყვანილი იქნა a ხარისხში, სადაც a=1 ერთი პირისგან შემდგარი შინამეურნეობისთვის, ხოლო ერთძე მეტი შინამეურნეობისთვის  a=0.8.

Table 2.4: მასშტაბები მოცემულია შინამეურნეობაში ეკვივალენტური მოზარდის ციფრის გამოსათვლელად.

ასაკი

სქესი

ექვივალენტური მოზარდის კოეფიციენტი

<8

 

0.64

>=8 და <16

 

1

>=16 და <65

კაცი

1

>=16 და <60

ქალი

0.84

>=65

კაცი

0.88

>=60

ქალი

0.76

სტატისტიკური მნიშვნელობა

კვლევის ნიმუშებში ჩვენ არ ვფლობთ მთლიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას. მოსახლეობის შესახებ ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ იმ სტატისტიკური ტესტების მეშვეობით, რომლებიც ჩატარებული იყო ნიმუშის დროს. p ასო წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ჩვენს მიერ დაკვირვებული ურთიერთობები წარმოიშობა შემთხვევით. რაც უფრო ნაკლებია p ღირებულება, მით უფრო მეტად შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები რომ ნიმუშში წარმოდგენილი ურთიერთობები შეესაბამება მოსახლეობაში არსებულ რეალობას. 0.05-ზე ნაკლების შესაძლებლობები ნიშნავს სულ მცირე 95%-იან სანდოობას და ეს დონე  სტატისტიკური მნიშვნელობისთვის გამოიყენება.

ცხრილები, რომლებიც მისდევენ იმ კონვენციებს, რომლებიც ასახავენ შესაძლებლობების ღირებულებებს, არიან:

* ნიშნავს p < 0.05 (95% სანდოობა)

** ნიშნავს p < 0.01 (99% სანდოობა)

*** ნიშნავს p < 0.001 (99.9% სანდოობა)

ns ნიშნავს, რომ სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი (ნაკლები ვიდრე 95% სანდოობა)

 

[1] - 2009 წლის კვლევა მოიცავდა ცალკე დღიურს რათა შეეგროვეინა სამომხმარებლო ინფორმაცია. 4,808 რესპოდენტიდან ეს მხოლოდ შეავსო 4,646 რესპოდენტმა. 2011 წელს, სამომხარებლო მონაცემების შეგროვება შევიდა ძირითად კითხვარში და შეივსო ყველა რესპოდენტის მიერ.

[2] - სამომხმარებლო ფასების ინდექსი დადგენილია 2005 წლის მონაცემებით, აქედან 2005 = 100.0

  • The Well-being of Children and Their Families in Georgia - Georgian Welfare Monitoring Survey, Third Stage 2013
    Date Released: 01 Dec 2014
    Language: English

    This report is based on the third round of the Welfare Monitoring Survey (WMS). WMS is a biennial longitudinal household survey covering all the regions of Georgia that are controlled by the Government. The results for the 2013 round are nationally representative, with 3,726 households having completed the questionnaire. The study examines the prevalence and distribution of issues such as consumption poverty, material deprivation, subjective poverty and social exclusion, and makes particular reference to the role of social transfers and the well-being of children.

  • ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, მესამე ეტაპი, 2013 წელი
    Date Released: 01 Dec 2014
    Language: ქართული

    წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის (Welfare Monitoring Survey (WMS)) მესამე ეტაპს. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა არის ოჯახების პანელური გამოკითხვა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2013 წლის კვლევის ფარგლებში 3726-მა შინამეურნეობამ შეავსო შესაბამისი კითხვარები და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორებიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე თუ სოციალური გარიყულობა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას.

Dates Collected:
20 Jul 2013 - 15 Aug 2013
Date Released:
01 Dec 2014
Total Responses:
13,282
Analyzable Questions:
340
Weighted Data:
Yes
Date Added to Site:
23 Sep 2015
Date Last Updated:
26 Jan 2016

To review UNICEF's terms of use, licensing, and other relevant information, please visit UNICEF's index (English only) of important legal information.

http://www.unicef.org/about/legal_index.html

For more in-depth analysis, you can download this dataset in one of the following formats.
  • CSV
  • R
  • SPSS
  • STATA